суббота, 22 августа 2015 г.

კითხვარი

·         რომელ კლასებს ასწავლით?
IX-1, X-3, XI-2, XI-3
·         დაახასიათეთ კლასები აკადემიური მოსწრების  მიხედვით:კონკრეტულად მიუთითეთ კლასი, რომელსაც ასწავლით.
·            IX-1 კლასი                 X-3კლასი          IX-2                                    XI-3 კლასი
10ქულა-2                        10ქულა-8        10ქულა-3                   10ქულა-4
9ქულა-4                           9ქულა-7          9ქულა-5                     9ქულა-3
8ქულა-7                           8ქულა-7          8ქულა-4                      8ქულა-7
7ქულა-2                           7ქულა-5          7ქულა-1                     7ქულა-4
6ქულა-2                                                                                          6ქულა-2
·         დაახასიათეთ კლასი დისციპლინის მიხედვით;
IX-1კლასი: კლასში არის 17 მოსწავლე.მშვიდი,მოწესრიგებული კლასია,ყოველთვის მზად არიან სამუშაოდ,ერთვებიან გაკვეთილში,თუმცა არიან მოსწავლეები,რომლებსაც უნდა შეახსენო,რომ ყურადღებით იყვნენ.
X-3კლასი: კლასში არის 28 მოსწავლე,არიან ბავშვები,რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ,მთლიანობაში კარგი კლასია.მიცემულ დავალებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
XI-2კლასი: ძალიან კარგი კლასია,ჭკვიანები,ნიჭიერები,მოწესრიგებულები,დიდი სიამოვნებაა მათთან ურთიერთობა.
XI-3 კლასი: კლასში დისციპლინის მხრივ ნორმალური მდგომარეობაა,არიან ძალიან კარგი ბავშვები,თუმცა რამდენიმე მოსწავლე ჰიპერაქტიურია,ამიტომაც საჭიროა მეტი ძალისხმევა,რათა გაკვეთილი სრულფასოვნად ჩაატარო.
·         აქტივობები, რომლებსაც იყენებთ გაკვეთილის მსვლელობისას; (ვრცლად)
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი
წიგნზე მუშაობა
წერითი მუშაობა(ესეები,ტესტები,შინაარსები,პერსონაჟის ან ეპიზოდის აღწერა)
ჯგუფური,გუნდური მუშაობა
დისკუსია,დებატები.
თანამშრომლობისა და ურთიერთშეფასების მეთოდი
დემონსტრირების მეთოდი(ფილმები,სპექტაკლები,ინტერნეტმასალები)
პროექტებით სწავლების მეთოდი
როლური ან სიტუაციური თამაშები
შიდა საკლასო კონკურსები(მაგ.თემები,ლექსის მხატვრული კითხვა და სხვა.)
პეზენტაციების მომზადება,ახალი მასალის დამოუკიდებლად მომზადება,გაანალიზება და წარდგენა თანაკლასელთა წინაშე.



·         პრობლემა, რომელიც ხშირად გხვდებათ გაკვეთილის მსვლელობისას;
შეხსენება მოსწავლეთათვის,რომ ყურადღებით იყვნენ.
ტელეფონების გამოყენება


·         რამდენად დაძლევადი იყო ეს პრობლემა, ჩართეთ თუ არა მის გადაწყვეტაში დამრიგებელი, მშობელი, დირექცია: (კონკრეტული მაგალითები)
ხშირად მიწევს ჩამოვართვა მოსწავლეებს ტელეფონები,საბედნიეროდ,არც ერთი შემთხვევა ისე არ გამწვავებულა,რომ დირექციის ჩარევა გამხდარიყო საჭირო.

·         დაასახელეთ კლასი, რომელშიც აღარ შეხვალთ. რატომ?
ასეთი კლასი არ არსებობს.
·         შეცვლიდით, თუ არა რამეს შემდეგი სასწავლო წლიდან.
შევეცდები უკეთესად დავგეგმო გაკვეთილები,განსაკუთრებით მომწონს პროექტებით სწავლება,ვეცდები ამ კუთხით გავაქტიურდე.
 მივიღებ მონაწილეობას ყველა კონკურსში

·         რას ითხოვთ დირექციისგან თქვენი პროფესიული შედეგეების გასაუმჯობესებლად?
დირექციისაგან ყოველთვის ვგრძნობდი თანადგომას,ყურადღებასა და პატივისცემას!!!
უღრმესი მადლობა თბილი სამუშაო გარემოსათვის!!! <3 <3 <3
·         მოყევით, რა წარმატება გქონდათ წლევანდელ სასწავლო წელს? (კონკრეტულად)
კითხვარს დავურთავ II სემესტრის ანგარიშს.

გთხოვთ, ამ კითხვარს თან დაურთოთ შემაჯამებლის შედეგები კლასების მიხედვით.













         ....გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51საჯარო სკოლის   ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ჩიხრაძის

                                                     

2014-15 სასწავლი წლის (მეორე სემესტრი) გაწეული მუშაობის შესახებ

         მოგახსენებთ,რომ ვასწავლი ოთხ კლასს:   IX-1 (17 მოსწავლე)
                                                                                     X-3   (28 მოსწავლე)
                                                                                    XI-2   (17 მოსწავლე)        
                                                                                    XI-3   (20 მოსწავლე)
     აღნიშნულ კლასებში  პროგრამა გავიარე, სასწავლო ეროვნული გეგმის შესაბამისად, თემატურ-კალენდარულის მიხედვით
     შემაჯამებელი სამუშაოები ჩავტარე წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით, თითოეულ კლასში ხუთ-ხუთ წერა.აღსანიშნავია,  X-3 კლასში ზეპირი შემაჯამებელი,რომელსაც ესწრებოდნენ ხარისხის მართვის მენეჯერი  ციცია გაგნიძე,სასწავლო ნაწილი ნანა გიორგობიანი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია მამადაშვილი.
       მონაწილეობა მივღე:
1. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ 69-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში და მივიღე მადლობის ფურცელი,ხოლო ჩემი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ:
მაჭავარიანი ლაშა(XI-2)- თემა „ქალის კულტი ლიტერატურაში“ II ხარისხის  დიპლომი
მაღლაფერიძე თათული(XI-2) -თემა „დედაო ღვთისაო“II ხარისხის დიპლომი
გულდედავა დეა(XI-2)-თემა „სილამაზე“ II ხარისხის დიპლომი
ერქვანია ეთერ(XI-2)-თემა „მირბის,მიმაფრენს...“II ხარისხის დიპლომი.
2.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „აკაკი და თანამედროვე რეალობა“ გაიმარჯვა ჩემმა მოსწავლემ ელენე ნოზაძემ და დაჯილდოვდა ორკვირიანი საგზურით ბაკურიანის „მომავლის ლიდერთა სკოლის“.
3.ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა (კენგურუ)
დეა გულდედავა და ეთერ ერქვანია გადავიდნენ ფინალში და დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
4.პროექტი „ვაზის როლი საქართველოში“.
5. ღია გაკვეთილები:
XI-2 კლასი (12.02.2015)-ილია ჭავჭავაძის„ოთარაანთ ქვრივი“(მიხეილ ჭიაურელის ფილმის ჩვენება-განხილვა)
IX-1 კლასი (13.02.2015)-ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“(გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“,ფილმის ჩვენება-განხილვა)გაკვეთილი -ომგამოვლილი თაობა.
XI-2,XI-3 (25.03.2015)ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა“,პიროვნების ფსიქოლოგიური ანალიზი,“გახსოვდეს ვისი გორსა ხარ“...
XI კლასი ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი“(შეჯამება)
შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი,სპექტაკლისა და ნაწარმოების შედარება და ანალიზი.


გავიარე მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგი (24.06-25.06.2015) მომავლის კლასის მართვა,ტრენერი-მანანა კვინიკაძე,ჩატარების ადგილი- N51 საჯარო სკოლა.




ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ჩიხრაძე
                          


                 05.07.2015 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий