ს.ს.ი.პ.გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაია ჩიხრაძის
ა ნ გ
ა რ ი
შ ი
2015-16 სასწავლი წლის (პირველი სემესტრი) გაწეული მუშაობის შესახებ
მოგახსენებთ,რომ ვასწავლი ოთხ კლასს: X-1 (17 მოსწავლე)
XI-3 (28 მოსწავლე)
VII-4 (31 მოსწავლე)
XII-3 (39 მოსწავლე)
აღნიშნულ კლასებში პროგრამა გავიარე, სასწავლო ეროვნული გეგმის შესაბამისად,თემატურ-კალენდარულის მიხედვით.
შემაჯამებელი სამუშაოები ჩავტარე წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით,
თითოეულ კლასში ოთხ-ოთხი წერა,ხოლო მე-12 კლასში-სამი.
2015 წლის, ნოემბერს, X-1 კლასში ისტორიის პედაგოგ ნონა მირიანაშვილთან ერთად ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი „ჰაგიოგრაფია-ისტორიული წყარო“.მოსწავლეებმა მოიძიეს,დაახარისხეს და წარმოადგინეს მასალები ქრისტიანობაზე,მაზდეანობასა და მაჰმადიანობას შესახებ „შუშანიკის წამების“, „აბო თბილელის წამებისა“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“მიხედვით. ჩაწერეს ინტერვიუ ბატონ ელგუჯა ხინთიბიძესთან.
გაკვეთილს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები.
ამავე კლასში 4 დეკემბერს ჩავატარე შემაჯამებელი გაკვეთილი-ვიქტორინა.მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად,მივეცი დავალება-შეედგინათ ყველაზე საინტერესო კითხვები მოწინააღმდეგე ჯგუფისთვის,მივეცი რეკომენდაციები,თუ რომელი ლიტერატურა უნდა გამოეყენებინათ,წინასწარ გავაცანი გაკვეთილის გეგმა და ვიქტორინის წესები .გაკვეთილი ძალიან საინტერესო,შემეცნებითი და სახალისო იყო.
VII-4 კლასში ჩავატარე შემაჯამებელი გაკვეთილი „აღზრდის მეთოდები“ (დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა“).
2015
წლის 24 ნოემბერიდან 27 ნოემბრის ჩათვლით XI-3 კლასებში გაკვეთილები ჩავატარე განსხვავებული მეთოდით -როლური თამაშები, პირობითად, გაკვეთილებს დავარქვით "ვცდილობთ მსახიობობას". გიორგი ერისთავის პიესა "გაყრა"მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ზემოხსენებული მეთოდით მიწოდებული. მოსწავლეებს გავუნაწილე როლები და შევეცადეთ აღგვედგინა იმდროინდელი საქართველოს მძიმე ყოფა,ტირილნარევი სიცილი და გიორგი ერისთავის სცენიდან (მიკირტუმის პირით) მოწოდებული სიტყვები:
"მე დავწერე იმაზედა,ვინც ზნეობით არის მრუდი,
ჩვენც ვეცადნეთ და განვდევნოთ,რაცა არი ჩვენში ცუდი"-მოსწავლეებისათვის სულში ჩამწვდომი აღმოჩნდა.
"მე დავწერე იმაზედა,ვინც ზნეობით არის მრუდი,
ჩვენც ვეცადნეთ და განვდევნოთ,რაცა არი ჩვენში ცუდი"-მოსწავლეებისათვის სულში ჩამწვდომი აღმოჩნდა.
XI -3 კლასში დაწყებული გვაქვს გრძელვადიანი პროექტი-რომანტიზმი, შევქმენით ბლოგი,სადაც განვათავსეთ მოძიებული,აქამდე ნაკლებად ცნობილი ინფორმაციები,ფოტოები,მოსწავლეთა ნამუშევრები რომანტიზმისა მისი წარმოშობის შესახებ საქართველოსა და ევროპაში. პროექტის დასრულებისას ეს იქნება კარგი საგანმანათლებლო რესურსი მოსწავლეთათვის.
ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და გადავიდნენ მე-2 ტურში.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ჩიხრაძე
11.12.2016 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий