პროექტი "ზნეობრივი გმირი" / პრეზენტაცია
პროექტი-"ხედვაში არის ხანჯლის ციება"
1) პროექტის სახელი:"ხედვაში არის ხანჯლის ციება"...
2) პროექტის მოკლე აღწერა:პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებამ(მათ შორის მოსწავლეებმა)გაითავისოს, გააცნობიეროს იმ ბავშვების ბედი, რომლებიც ბედუკუღმართმა ცხოვრებამ და ადამიანების გულგრილობამ პოტენციურ დამნაშავეებად აქცია.
3) პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია დააფიქროს საზოგადოება "მშიერ–მწყურვალი" ბავშვების ბედ–იღბალზე.
აქტივობა 1. მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს:
გთხოვთ, წაიკითხოთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "ბავშვები კაფეში"
აქტივობა 2. ვიმსჯელოთ რა არის ამ ლექსის მთავარი სათქმელი? როგორია პოეტის დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ? როგორ გესმით "ზარის სიცილი"? რაში გამოიხატება "მშიერ–მწყურვალი" ბავშვებისათვის ყოფის სისასტიკე? როგორია კონტრასტი კაფეში მქუხარე მუსიკისა და მშიერ–ტიტველ ბავშვებს შორის? და ბოლოს, ეპატიება თუ არა საზოგადოებას გულგრილი ყოფა?
აქტივობა 3. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას.
აქტივობა 4. მოსწავლეები აკონკრეტებენ: ეს არის საპროექტო თემა სახელწოდებით–"ხედვაში არის ხანჯლის ციება".
აქტივობა 5. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აყალიბებენ თუ რას უნდა მოიცავდეს პროექტი,ადგენენ კითხვებს:
1)როგორია ბავშვის ბედი სანამ იგი პატარაა?
2)რატომ ხდება ზოგიერთი ბავშვის გამოხედვა ცივი?
3)რა შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების გულგრილობამ?
4)რატომ ხდებიან არასრულწლოვანი ბავშვები დამნაშავეები?
5) რატომ არ ესმის მათი საზოგადოებას?
6)რატომ არის ბავშვის "ხედვაში ხანჯლის ციება"?
7)ვინ აგებს პასუხს, რომ უმწეო და უპატრონო ბავშვებს გული აქვთ სავსე "შხამის წვეთებით"?
8)რა შეიძლება გავაკეთოთ,რომ არცერთი ბავშვი არ იქცეს დამნაშავედ?
აქტივობა6. მასწავლებელი კლასს ჰყოფს ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა განსხვავებული სამუშაო გეგმა და მიმართულება:
პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალებს უპოვარი ბავშვების ცხოვრებაზე.
მეორე ჯგუფი შეაგროვებს სურათებს და შექმნის ალბომს (სლაიდ–შოუ).
მესამე ჯგუფი დაამუშავებს ინფორმაციას ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებიც უკვე იქცნენ დამნაშავეებად.
მეოთხე ჯგუფი მოაგროვებს ინფორმაციას თუ რამდენი სოციალურად დაუცველი ბავშვია საქართველოში. იმუშავებს სტატისტიკაზე.
თითოეული ჯგუფი ასევე ვალდებულია გააკეთოს პრეზენტაცია "როგორ გაუთბოთ ერთმანეთს გულები". თემაში მნიშვნელოვანია ჩანდეს საეთო აზრი ჯგუფისა. თეზისებად ჩამოაყალიბონ,თუ როგორ ესახებათ ამ პრობლემის გადჭრის გზები .
4) მოსწავლეთა ასაკი: 11–12 წელი
5) ვადების ხანგრძლივობა: 1 თვე
6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კლასში იმართება მინი დისკუსიები პროექტში მოცემულ თემაზე, მასწავლებლის მიერ ხდება მითითებების მიცემა, ხორციელდება პედაგოგის მიერ მუდმივი კონტროლი პროექტის მიმდინარეობაზე.მუდმივად ხორციელდება მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება(წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით.
7) მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
8) სარგებელი სხვებისთვის:პროექტის საშუალებით ადამიანები გაეცნობიან თუ რაოდენ სავალალო მდგომარეობაში არიან მიუსაფარი ბავშვები.მიხვდებიან რომ არარსებობს უფრო ღირებული რამ,ვიდრე სიცოცხლეა და არავის ეპატიება არ იზრუნოს ,თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
9) სამუშაო ენა:ქართული
10) მონაწილე სხვა სკოლებიდან:––––––
11) საგანთა კავშირი.
12) პროექტის ფასილიტატორი:მაია ჩიხრაძე
13) ფასილიტატორის ელ. ფოსტა:maia.chixradze.@gmail.com
14)პროექტის ფორუმი.
Комментариев нет:
Отправить комментарий