среда, 7 января 2015 г.

2014-15 სასწავლო წლის (პირველი სემესტრი) ანგარიში

               ს.ს.ი.პ.გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51საჯარო სკოლის                             ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ჩიხრაძის

                           ა    ნ    გ     ა     რ     ი     შ   ი

2014-15 სასწავლი წლის (პირველი სემესტრი) გაწეული მუშაობის შესახებ

         მოგახსენებთ,რომ ვასწავლი ოთხ კლასს:   IX-1 (18 მოსწავლე)
                                                                                     X-3   (30 მოსწავლე)
                                                                                    IX-2   (17 მოსწავლე)        
                                                                                    IX-3   (20 მოსწავლე)
აღნიშნულ კლასებში  პროგრამა გავიარე სასწავლო ეროვნული გეგმის შესაბამისად, თემატურ-კალენდარულის მიხედვით. 
     შემაჯამებელი სამუშაოები ჩავტარე წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით, თითოეულ კლასში ოთხი წერა.
          2014 წლის 2 ოქტომბერს IX-1 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი - "კაი ყმა",მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მოსაზრება ცნობილი ადამიანებისა ზემოაღნიშნულ თემაზე,აუდიტორიას გააცნეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზი,იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა საუკუნეების შემდეგ-ვის თვლიან ახალგაზრდები თანამედროვე კაი ყმად.დისკუსიამ აჩვენა,რომ ძირითადი თვისებები,რომლებითაც ვაჟკაცი ფასდება უცვლელია.
      გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნანა გიორგობიანი.
       2014 წლის 24 ნოემბერს X-3 კლასში ჩავატარე შემაჯამებელი გაკვეთილი - "ტანჯვით მიღწეული თავისუფლება". მოსწავლეებმა წარმოადგინეს ეპიზოდებად დაყოფილი იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", დაასათაურეს და განიხილეს ნაწარმოები.
      2014 წლის 24 ნოემბერიდან   27 ნოემბრის ჩათვლით XI-2 და XI-3 კლასებში გაკვეთილები ჩავატარე განსხვავებული მეთოდით -როლური თამაშები, პირობითად, გაკვეთილებს დავარქვით "ვცდილობთ მსახიობობას". გიორგი ერისთავის პიესა "გაყრა"მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ზემოხსენებული მეთოდით მიწოდებული. მოსწავლეებს გავუნაწილე როლები და შევეცადეთ აღგვედგინა იმდროინდელი საქართველოს  მძიმე ყოფა,ტირილნარევი სიცილი და გიორგი ერისთავის სცენიდან (მიკირტუმას პირით) მოწოდებული სიტყვები:
"მე დავწერე იმაზედა,ვინც ზნეობით არის მრუდი,
ჩვენც ვეცადნეთ და განვდევნოთ,რაცა არი ჩვენში ცუდი"-მოსწავლეებისათვის სულში ჩამწვდომი აღმოჩნდა.
       2014 წლის 28 ნოემბერს IX-3  კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი "ღირსეული მამულიშვილები",.გაკვეთილი შედგებოდა ორი ნაწილისაგან.
              ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაციები საქართველო-რუსეთის ურთიეთობაზე,ცარიზმსა და ბოლშევიკებზე. უმძიმესი წნეხის მიუხედავად თავისულების იდეის მატარებელ ქართველებზე: გაბრიელ ეპისკოპოსისა და ექვთიმე თაყაიშვილზე. გაკვეთილი იმითაც იყო საინტერესო, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ,რომლის ბაბუაც უშუალოდ იცნობდა ექვთიმე თაყაიშვილს,წარმოადგინა საინტერესო და აქამდე უცნობი ისტორიები დიდი ქართველის-ექვთიმეს შესახებ,ბაბუისაგან აიღო ინტერვიუ და გაგვაცნო. 
           გაკვეთილის მეორე ნაწილი- მოსწავლეება ნახეს დოკუმენტური ფილმი "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი".
          
        ასევე IX-1 კლასში ღია გაკვეთილი გვქონდა ემიგრანტებზე,მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები ცნობილ ქართველ ემიგრანტებზე,თუ რას საქმიანობენ,როგორ ცხოვრობენ სამშობლოდან მოწყვეტილნი.მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს  ქალბატონი თინიკო ყენიასგან, მან ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს.
      გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილის გამგე ნანა გიორგობიანი და გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია დვალაძე.
         
         2014-15 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა: X-3 კლასი-7 მოსწავლე,მეორე ტურში გადავიდა შვიდივე;
                   ნოზაძე ელენე-37 ქულა
                   მამულაშვილი მარიამ-29 ქულა
                   დგებუაძე დიმიტრი-29 ქულა
                   ჯაყელი ქეთევან-26 ქულა
                   გველესიანი ავთანდილ-26 ქულა
                   ბენდელიანი ანა-26 ქულა
                   უგრეხელიძე თამთა-26 ქულა
   XI-2 კლასი-9 მოსწავლე,მეორე ტურში გადავიდა ცხრავე:
                   ქობალია სესილი-30 ქულა
                   ერქვანია ეთერ-30 ქულა
                   გულდედავა დეა-29 ქულა
                   ბეროშვილი გიორგი-29 ქულა
                   გოჭოშვილი თიკო-29 ქულა
                    შეყლაშვილი ანანო-28 ქულა
                    მაჭავარიანი ლაშა-28 ქულა
                   შეროზია ლუკა-27 ქულა
                   სოხაძე თამარ-26 ქულა
   XI-3კლასი-5 მოსწავლე, აქედან მეორე ტურში გადავიდა ხუთივე:
                  მიქელაძე კატო-34 ქულა
                  ენუკიძე ნანუკა-33 ქულა
                  ბაბუციძე ანა-29 ქულა
                  კიკნაძე ლიკა-29 ქულა
                  ოდიშარია მიხეილი-26 ქულა

            მონაწილეობა მივიღე 2014 წლის 6-7 ნოემბერს გამართულ ტრენინგში: "კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები". 
            ტრენინგი ჩატარდა 51-ე საჯარო სკოლაში, ტრენერი ამავე სკოლის ფსიქოლოგი ანა ცინცაძე.


              ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ჩიხრაძე.   
   
       

1 комментарий:

  1. MGM Springfield Casino Hotel - DrmCD
    MGM Springfield Casino Hotel. 여수 출장샵 MGM 화성 출장안마 Springfield Resort & Casino Location: The 충청남도 출장안마 building is 광주광역 출장샵 located on the 광주 출장안마 Mystic River just outside of the city of New York City.

    ОтветитьУдалить