ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის
სახელობის ქალაქ თბილისის N 51 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგის მაია ჩიხრაძის
ა ნ გ ა რ ი შ ი
2013-2014
სასწავლო წელს (პირველი სემესტრი) გაწეული
მუშაობის შესახებ
მოგახსენებთ,რომ
ვასწავლი ოთხ კლასს: VIII-1, IX-3, X-2, X-3
ზემოთ აღნიშნულ კლასებში პროგრამა გავიარე კალენდარული
გეგმის მიხედვით, შემაჯამებელი წერები ჩავატარე წინასწარ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.
2013 წლის 27 სექტემბერს
IX-3 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი „აფხაზეთი“,რომელიც
მიეძღვნა სოხუმის დაცემის მეოცე წლისთავს. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს წინასწარ
მომზადებული მასალები აფხაზეთზე, წაიკითხეს ინტერვიუ აფხაზეთის ომის მონაწილესთან
(გიორგი ჟიჟიაშვილთან), სოხუმის დაცემისას დაღუპული გმირის მეუღლესთან. მოიძიეს საინტერესო
ფოტო-მასალა.
2013 წლის
26 ნოემბერს IX-3 კლასს მე და ქართული
ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქეთევან ღელაღუტაშვილმა ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმი
ექვთიმე თაყაიშვილზე „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.
2013 წლის
3 დეკემბერს X-3 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი „ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა ძირითადი
ასპექტები“. გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორი მანანა თურქაძე, მოადგილე თინიკო ყენია,
ხარისხის მართვის მენეჯერი თამთა კობახიძე, ისტორიის პედაგოგი ანა კუპრავა.
2013 წლის
3 დეკემბერს IX-3 კლასში შევაჯამეთ პროექტი „ზნეობრივი ორიენტირი“,რომელიც ერთი თვის
განმავლობაში მიმდინარეობდა,მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევები, გამოკითხვები,სტატისტიკა,ვიდეო
და აუდიო მასალა, პრეზენტაციები,ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილსა და მხატვარ ნელი ბერაიასთან.
პრეზენტაციას
ესწრებიდნენ დირექტორი მანანა თურქაძე, მოადგილე ნანა გიორგობიანი,ხარისხის
მართვის მენეჯერი თამთა კობახიძე. დამსწრეთა გადაწყვეტილებით, იგივე ღონისძიება გაიმართა
6 დეკემბერს,რომელსაც ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე მერი ალბორიშვილი, ხარისხის
მართვის მენრჯერი ციცია გაგნიძე,ფსიქოლოგი ანა ცინცაძე და თამარ ვერულაშვილი.
2013 წლის 6 დეკემბერს VIII-1 კლასში მოეწყო რობიკო სტურუას მიერ რუსთაველის
თეატრში დადგმული სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირის“ ჩვენება-განხილვა, ხოლო 9 დეკემბერს
მე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა კასანია სხირტლაძემ ჩავატარეთ შემაჯამებელი
გაკვეთილი „დავით კლდიაშვილის ცხოვრების გზა“.
2013 წლის 13 დეკემბერს X-2 კლასში ისტორიის პედაგოგ კობა წენგუაშვილთან ერთად
ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი „ჰაგიოგრაფიული თხზულება-ისტორიული წყარო“.
მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე დაყრდნობით
წარმოადგინეს ეპოქა, განიხილეს ჟანრის თავისებურება, შუა საუკუნის ესთეტიკა.
გაკვეთილს
ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნანა გიორგობიანი.
2013-14 სასწავლო წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მონაწილეობა
მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა.
9-3 კლასიდან 4 მოსწაველე, აქედან II ტურში გადავიდა
-3
10-2 კლასიდან 7 მოსწავლე, აქედან II ტურში
გადავიდა -7
10-3 კლასიდან 6 მოსწავლე, აქედან II ტურში გადავიდა
-5
2013-14
სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე შემდეგ ტრენინგებში:
1.
შეფასება (გაიმართა 51-ე სკოლაში)
2.
კომუნიკაცია (გაიმართა 51-ე სკოლაში)
3.
პროექტებით სწავლება (მასწავლებელთა სახლი)
ქართული
ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ჩიხრაძე
16.02.
2013 წელი.
ს.ს.ი.პ. გალაკტიონ
ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგის მაია ჩიხრაძის
ა ნ გ ა რ ი შ
ი
2013-14 სასწავლო
წლის (მეორე სემესტრი) გაწეული მუშაობის შესახებ
VIII-1, IX-3, X-2 და X-3 კლასებში
პროგრამა გავიარე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ხუთივე შემაჯამებელი წერა ჩავატარე,
წინასწარ შემუშავებული გრაფიკის თანახმად, განსაზღვრულ ვადებში. ყველა შემაჯამებელი წერის ანგარიში მივაწოდე დირექციას.
2014 წლის
8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 8-1 კლასში ჩავატარე
ღია გაკვეთილი „ფეხი დამადგით“, მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ მიცემული დავალება: ესწავლათ
ანა კალანდაძის ლექსი „ფეხი დამადგით“,მოეძიებინათ ინფორმაციები მეფე დავითზე. გაკვეთილი
ძირითადად დაეთმო მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალის ერთმანეთთან გაზიარებასა და გაანალიზებას,
თუ რატომ შეძლება პატიება ითხოვოს ხალხისაგან მეფემ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა თავისი
ქვეყნისთვის.
27 თებერვალს ,საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის
დღეებთან დაკავშირებით, 8-1 კლასში ჩავატარე გაკვეთილი „1921 წლის 25 თებერვალი“, ხოლო 28 თებერვალს-9-3 კლასში.მოსწავლეებმა
მოიძიეს ძალიან საინტერესო მასალები იუნკერების, გენერალ მაზიაშვილს, მარო მაყაშვილისა
და სხვა მებრძოლების შესახებ,რომელთა სახელებიც,სამწუხაროდ, არ იცის ფართო საზოგადოებამ.
15 მარტს 8-1 კლასის მოსწავლეები წავიყვანე ხელნაწერთა ინსტიტუტში,რათა
მათ თავიანთი თვალით ენახათ უძველესი ხელნაწერები,გასცნობოდნენ თუ როგორ იქმნებოდა
წიგნები, რამხელა შრომას, ენერგიას, ცოდნას, ფინანსებს მოითხოვდა ერთი ხელნაწერის შექმნა.
ხელნაწერთა ინსტიტუტში ვიზიტისას მოვინახულეთ
გენერალი მაზიაშვილის პირადი ნივთები, და ასევე
დღემდე უცნობი ფილმი,რომელშიც გამოყენებული იყო გენერლის ხმა (სტენოგრაფული ჩანაწერი)
და წითელი არმიის საქართველოში შემოსვლის კადრები.
20 მარტს 8-1 კლასში ჩავატარე შემაჯამებელი
გაკვეთილი „ხელნაწერთა კვალდაკვალ“.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო მასალები
გრიგოლ ხანძთელზე,შატბერდზე,ადიშის, ჯრუჯისა და პარხლის ოთხთავებზე, პირველ ქართულ
ნაბჭდ წიგნზე, ქართულ გაზეთსა და სტამბაზე, ასევე ისაუბრეს საწერ მასალებსა და ქაღალდის შექმნის ისტორიაზე.
თებერვალში, 9-3 კლასთან ერთად, დავიწყე მუშაობა პროექტზე _
„ შევიცნოთ წიგნებით სამყარო“. პროექტი გრძელვადიანია და მოიცავს ორი სხვადასხვა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ანალიზს.
ამ პროექტის მიზანია
ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების უნარი, გააცნობიეროს
ეროვნული კულტურული-ლიტერატურული მემკვიდრეობა,
შეივსოს ლექსიკური მარაგი, გაანალიზონ შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტები, და
ბოლოს, გაეცნონ მათთვის უცნობ ნაწარმოებებს...
პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი- გოდერძი ჩოხელი
მეორე-რევაზ ინანიშვილი
რა აქვთ საერთო
ამ ორ შემოქმედს?
ორივეს ნაწარმოებებში მწვავედ იგრძნობა ქართული ყოფა,
დუხჭირი ცხოვრება, ზოგადსაკაცობრიო თემები: სიყვარული,სიძულვილი,სიკეთე, სიბოროტე...ვხვდებით
სიბრიყვეს, სიამაყეს, განუკითხაობას, გაუნათლებლობას და ვინ იცის კიდევ რამდენ „სიავეს
ამა სოფლისას“, ამ ორი დიდი მწერლის მიერ დანახულსა და გაკიცხულს.
განსხვავება?
ერთის გმირები მთის შვილნი არიან, მეორისა-ბარის,
მაგრამ მათ ხომ თანაბრად ერთი საერთო სატკივატი აერთიანებთ-საქართველო.
მოგეხსენებათ, წელს ,ცნობილ მწერალს,კინორეჟისორისა
და სცენარისტს გოდერძი ჩოხელს 60 წელი შეუსრულდებოდა, ამიტომაც ჩვენი პროექტის პირველი
ნაწილი სწორედ მას მივუძღვენით.
მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები გოდერძი
ჩოხელის ცხოვრების, მიღვაწეობის და შემოქმედების შესახებ.
მოსწავლეებმა საკუთარი სურვილისამებრ აირჩიეს
თითო-თითო ნაწარმოები, დაამუშავეს,გაანალიზეს,გაიაზრეს დასმული პრობლემა,თემა,იდეა
და მხატვრული თავისებურება.
25
მარტს პროექტის პირველი ნაწილი შევაჯამეთ, გაკვეთილს ესწრებოდნენ სტუმრები:
ნანა გიორგობიანი,თამარ ვერულაშვილი, თამთა კობახ იძე,ციცია გაგნიძე...
პროექტის მეორე ნაწილი მიეძღვნა რევაზ
ინანიშვილის ცხოვრებას, მოღვაწეობას და შემოქმედებას.
25 მაისს, პროექტის ფარგლებში, ვიყავით
ხაშმში, რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელში,შევხვდით მის ახლობლებს, მეგობრებს, მათ,
ვისაც ის პირადად იცნობდა.
მაგალითად, გავიცანით ის ადამიანი, ვისაც
მწერალმა „კიტრის ქურდი“ მიუძღვნა.
მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს მისი ძმის
მეუღლისაგან,რომლისგანაც გაიგეს ბევრი საინტერესო ამბავი. გაესაუბრნენ სოფლის მოსახლეობას,
დაათვალიერეს მწერლის სახლი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ნანგრევებადაა ქცეული.ეს კი
კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ არ შეიძლება მოექცე საკუთარი ქვეყნის კულტურულ
მემკვიდრეობას.
4
ივნისს, 10-2 და 10-3 კლასებში, ლია მამადაშვილთან ერთად, ჩავატარე მეხუთე შემაჯამებელი
ზეპირი გამოკითხვა. მინდა აღვნიშნო,რომ ეს ძალიან შრომატევადია, მაგრამ ნაყოფიერი.
აღმოჩნდა,რომ მოსწავლეები
დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ ტიპის გამოკითხვას და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
მოსწავლეებმა უპასუხეს 5-5 შეკითხვას, თითეული კითხვა
იყო 2 ქულიანი, ვიხელმძღვანელეთ ზეპირი გამოკითხვის კრიტერიუმებით.
2013-14 სასწავლო წლის ქართული ენისა და
ლიტერატურის ეროვნულ ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობა მიიღო და ასეულში მოხვდა(მე-16
ადგილი) ელენე ნოზაძე,იგი ამჟამად იმყოფება ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში.
მეცხრე კლასის საფეხურის
გამოცდაზე შედეგები ასეთია:
2013-14 სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე შემდეგ
ღონისძიებებში:
1.
eTwinning plus - შემაჯამებელი
კონფერენცია 21-22 დეკემბერი
(მასწავლებელთა სახლი)
2.
ფსიქოლოგია
საკლასო ოთახში 4-6 მარტი (მასწავლებელთა სახლი)
3.
Edmodo 8-9 მარტი (მასწავლებელთა
სახლი)
4.
ემოციების
მართვა 2-4 აპრილი (51-ე საჯარო სკოლა)
5.
სამეცნიერო-პრაქტიკული
კონფერენცია (51-ე საჯარო სკოლა)
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ჩიხრაძე.
02.07. 2014 წელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий