ს.ს.ი.პ.გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაია ჩიხრაძის
ა ნ გ
ა რ ი
შ ი
2015-16 სასწავლი წლის (მეორე სემესტრი) გაწეული მუშაობის შესახებ
მოგახსენებთ,რომ ვასწავლი ოთხ კლასს: X-1 (17 მოსწავლე)
XI-3 (28 მოსწავლე)
VII-4 (30 მოსწავლე)
XII-3 (40 მოსწავლე)
აღნიშნულ კლასებში პროგრამა გავიარე, სასწავლო ეროვნული გეგმის შესაბამისა ,თემატურ-კალენდარულის მიხედვით.
შემაჯამებელი სამუშაოები ჩავტარე წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით,
თითოეულ კლასში ხუთ-ხუთი წერა,ხოლო მე-12 კლასში-ოთხი.
1.
მე–11კლასი
პროექტი–„ანტიდაბადება“ დავამუშავეთ
: გოგოლის „ტარას ბულბა“
პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“
ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი
გოჩა“
აკაკი წერეთლის „გამზრდელი“
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის ხელმძღვანელი ნათია
დოლიძე და დირექტორის მოადგილე მერი ალბორიშვილი.
XI-3 კლასი შემაჯამებელი გაკვეთილისთვის
მოსწავლეებს გავუნაწილე თემები,რომლებზედაც ინდივიდუალურად მუშაობდნენ. მაგალითად,ილიას
„მგზავრის წერილებიდან“, ლელთღუნიას სახე, თერგი და მყინვარი,დღე და ღამე და სხვა...
(ეს გაკვეთილი გადავიღეთ,შემდეგ კი განვიხილე მოსწავლეებთან ერთად,ვისაუბრეთ ჩვენს
ძლიერ და სუსტ მხარეებზე,დაკვირვება ძალიან საინტერესო იყო)
ჩავატარე დებატები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის:
მე–10 კლასი : სხვადასხვა
ქვეყნის განათლების მოდელი
მე–11 კლასი: საჭიროა
თუ არა მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზაცია
მე–7 კლასი: დასაშვებია
თუ არა ძალდატანებით სწავლა.
ღია გაკვეთილი
XI-3 კლასში – გავეცნოთ უცხო ტექსტს
ო ჰენრის „უკანასკნელი ფოთოლი“
ო ჰენრის „სიყვარულის მსხვერპლი“
მოცემული ტექსტები მოსწავლეებმა გაიაზრეს და დაწერეს ესე.
შემაჯამებელი გაკვეთილი-ვიქტორინა მე–7
კლასში.მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად,მივეცი დავალება-შეედგინათ ყველაზე საინტერესო კითხვები მოწინააღმდეგე ჯგუფისთვის,მივეცი რეკომენდაციები,თუ რომელი ლიტერატურა უნდა გამოეყენებინათ,წინასწარ გავაცანი გაკვეთილის გეგმა და ვიქტორინის წესები .გაკვეთილი ძალიან საინტერესო,შემეცნებითი და სახალისო იყო.
XI
-3 კლასში გრძელვადიანი პროექტი-რომანტიზმი, შევქმენით ბლოგი,სადაც განვათავსეთ მოძიებული,აქამდე ნაკლებად ცნობილი ინფორმაციები,ფოტოები,მოსწავლეთა ნამუშევრები რომანტიზმისა მისი წარმოშობის შესახებ საქართველოსა და ევროპაში. პროექტის დასრულებისას ეს იქნება კარგი საგანმანათლებლო რესურსი მოსწავლეთათვის.
ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და გადავიდნენ მე-2 ტურში.
მოსწავლეთა 70-ე სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენცია
1.კიკაბიძე გიორგი (მე–10)–„ვეფხისტყაოსანში“ასახული
ქართული სინამდვილე“ სიგელი
2.მარიამ მამულაშვილი
(მე–11)–ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ II ხარისხის დიპლომი
3.ელენე ნოზაძე (მე–11)–ქართული
და ევროპული რომანტიზმი II ხარისხის დიპლომი
4.ანა ბენდელიანი(მე–11)–მამათა
და შვილთა დაპირისპირება II ხარისხის დიპლომი
5.ეკა
ტეფნაძე (მე–11) – ილია ჭაჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ II
ხარისხის დიპლომი
კონფერენცია „საუკუნეთა კვალდაკვალ“
1.
ელენე ნოზაძე (მე–11) –„ქალი საუკუნეთა კვალდაკვალ“ I ხარისხის დიპლომი
სასწავლო ოლიმპიადა „სმარტი“
1.ელენი ფცქიალაძე (მე–11)
2.სალომე ძნელაძე (მე–11)
3. ანა ბენდელიანი (მე–11)
4. თეიმურაზ ზურაშვილი
(მე–7 კლასი)
5.სალომე ჩანქსელიანი (მე–7 კლასი)
გადავიდნენ შემდეგ ტურში
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ჩიხრაძე
05.07..2016 წელი