суббота, 22 августа 2015 г.

კითხვარი

·         რომელ კლასებს ასწავლით?
IX-1, X-3, XI-2, XI-3
·         დაახასიათეთ კლასები აკადემიური მოსწრების  მიხედვით:კონკრეტულად მიუთითეთ კლასი, რომელსაც ასწავლით.
·            IX-1 კლასი                 X-3კლასი          IX-2                                    XI-3 კლასი
10ქულა-2                        10ქულა-8        10ქულა-3                   10ქულა-4
9ქულა-4                           9ქულა-7          9ქულა-5                     9ქულა-3
8ქულა-7                           8ქულა-7          8ქულა-4                      8ქულა-7
7ქულა-2                           7ქულა-5          7ქულა-1                     7ქულა-4
6ქულა-2                                                                                          6ქულა-2
·         დაახასიათეთ კლასი დისციპლინის მიხედვით;
IX-1კლასი: კლასში არის 17 მოსწავლე.მშვიდი,მოწესრიგებული კლასია,ყოველთვის მზად არიან სამუშაოდ,ერთვებიან გაკვეთილში,თუმცა არიან მოსწავლეები,რომლებსაც უნდა შეახსენო,რომ ყურადღებით იყვნენ.
X-3კლასი: კლასში არის 28 მოსწავლე,არიან ბავშვები,რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ,მთლიანობაში კარგი კლასია.მიცემულ დავალებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
XI-2კლასი: ძალიან კარგი კლასია,ჭკვიანები,ნიჭიერები,მოწესრიგებულები,დიდი სიამოვნებაა მათთან ურთიერთობა.
XI-3 კლასი: კლასში დისციპლინის მხრივ ნორმალური მდგომარეობაა,არიან ძალიან კარგი ბავშვები,თუმცა რამდენიმე მოსწავლე ჰიპერაქტიურია,ამიტომაც საჭიროა მეტი ძალისხმევა,რათა გაკვეთილი სრულფასოვნად ჩაატარო.
·         აქტივობები, რომლებსაც იყენებთ გაკვეთილის მსვლელობისას; (ვრცლად)
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი
წიგნზე მუშაობა
წერითი მუშაობა(ესეები,ტესტები,შინაარსები,პერსონაჟის ან ეპიზოდის აღწერა)
ჯგუფური,გუნდური მუშაობა
დისკუსია,დებატები.
თანამშრომლობისა და ურთიერთშეფასების მეთოდი
დემონსტრირების მეთოდი(ფილმები,სპექტაკლები,ინტერნეტმასალები)
პროექტებით სწავლების მეთოდი
როლური ან სიტუაციური თამაშები
შიდა საკლასო კონკურსები(მაგ.თემები,ლექსის მხატვრული კითხვა და სხვა.)
პეზენტაციების მომზადება,ახალი მასალის დამოუკიდებლად მომზადება,გაანალიზება და წარდგენა თანაკლასელთა წინაშე.



·         პრობლემა, რომელიც ხშირად გხვდებათ გაკვეთილის მსვლელობისას;
შეხსენება მოსწავლეთათვის,რომ ყურადღებით იყვნენ.
ტელეფონების გამოყენება


·         რამდენად დაძლევადი იყო ეს პრობლემა, ჩართეთ თუ არა მის გადაწყვეტაში დამრიგებელი, მშობელი, დირექცია: (კონკრეტული მაგალითები)
ხშირად მიწევს ჩამოვართვა მოსწავლეებს ტელეფონები,საბედნიეროდ,არც ერთი შემთხვევა ისე არ გამწვავებულა,რომ დირექციის ჩარევა გამხდარიყო საჭირო.

·         დაასახელეთ კლასი, რომელშიც აღარ შეხვალთ. რატომ?
ასეთი კლასი არ არსებობს.
·         შეცვლიდით, თუ არა რამეს შემდეგი სასწავლო წლიდან.
შევეცდები უკეთესად დავგეგმო გაკვეთილები,განსაკუთრებით მომწონს პროექტებით სწავლება,ვეცდები ამ კუთხით გავაქტიურდე.
 მივიღებ მონაწილეობას ყველა კონკურსში

·         რას ითხოვთ დირექციისგან თქვენი პროფესიული შედეგეების გასაუმჯობესებლად?
დირექციისაგან ყოველთვის ვგრძნობდი თანადგომას,ყურადღებასა და პატივისცემას!!!
უღრმესი მადლობა თბილი სამუშაო გარემოსათვის!!! <3 <3 <3
·         მოყევით, რა წარმატება გქონდათ წლევანდელ სასწავლო წელს? (კონკრეტულად)
კითხვარს დავურთავ II სემესტრის ანგარიშს.

გთხოვთ, ამ კითხვარს თან დაურთოთ შემაჯამებლის შედეგები კლასების მიხედვით.













         ....გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51საჯარო სკოლის   ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ჩიხრაძის

                                                     

2014-15 სასწავლი წლის (მეორე სემესტრი) გაწეული მუშაობის შესახებ

         მოგახსენებთ,რომ ვასწავლი ოთხ კლასს:   IX-1 (17 მოსწავლე)
                                                                                     X-3   (28 მოსწავლე)
                                                                                    XI-2   (17 მოსწავლე)        
                                                                                    XI-3   (20 მოსწავლე)
     აღნიშნულ კლასებში  პროგრამა გავიარე, სასწავლო ეროვნული გეგმის შესაბამისად, თემატურ-კალენდარულის მიხედვით
     შემაჯამებელი სამუშაოები ჩავტარე წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით, თითოეულ კლასში ხუთ-ხუთ წერა.აღსანიშნავია,  X-3 კლასში ზეპირი შემაჯამებელი,რომელსაც ესწრებოდნენ ხარისხის მართვის მენეჯერი  ციცია გაგნიძე,სასწავლო ნაწილი ნანა გიორგობიანი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია მამადაშვილი.
       მონაწილეობა მივღე:
1. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ 69-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში და მივიღე მადლობის ფურცელი,ხოლო ჩემი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ:
მაჭავარიანი ლაშა(XI-2)- თემა „ქალის კულტი ლიტერატურაში“ II ხარისხის  დიპლომი
მაღლაფერიძე თათული(XI-2) -თემა „დედაო ღვთისაო“II ხარისხის დიპლომი
გულდედავა დეა(XI-2)-თემა „სილამაზე“ II ხარისხის დიპლომი
ერქვანია ეთერ(XI-2)-თემა „მირბის,მიმაფრენს...“II ხარისხის დიპლომი.
2.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „აკაკი და თანამედროვე რეალობა“ გაიმარჯვა ჩემმა მოსწავლემ ელენე ნოზაძემ და დაჯილდოვდა ორკვირიანი საგზურით ბაკურიანის „მომავლის ლიდერთა სკოლის“.
3.ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა (კენგურუ)
დეა გულდედავა და ეთერ ერქვანია გადავიდნენ ფინალში და დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
4.პროექტი „ვაზის როლი საქართველოში“.
5. ღია გაკვეთილები:
XI-2 კლასი (12.02.2015)-ილია ჭავჭავაძის„ოთარაანთ ქვრივი“(მიხეილ ჭიაურელის ფილმის ჩვენება-განხილვა)
IX-1 კლასი (13.02.2015)-ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“(გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“,ფილმის ჩვენება-განხილვა)გაკვეთილი -ომგამოვლილი თაობა.
XI-2,XI-3 (25.03.2015)ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა“,პიროვნების ფსიქოლოგიური ანალიზი,“გახსოვდეს ვისი გორსა ხარ“...
XI კლასი ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი“(შეჯამება)
შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი,სპექტაკლისა და ნაწარმოების შედარება და ანალიზი.


გავიარე მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგი (24.06-25.06.2015) მომავლის კლასის მართვა,ტრენერი-მანანა კვინიკაძე,ჩატარების ადგილი- N51 საჯარო სკოლა.




ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ჩიხრაძე
                          


                 05.07.2015 წელი

среда, 7 января 2015 г.

2014-15 სასწავლო წლის (პირველი სემესტრი) ანგარიში

               ს.ს.ი.პ.გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51საჯარო სკოლის                             ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ჩიხრაძის

                           ა    ნ    გ     ა     რ     ი     შ   ი

2014-15 სასწავლი წლის (პირველი სემესტრი) გაწეული მუშაობის შესახებ

         მოგახსენებთ,რომ ვასწავლი ოთხ კლასს:   IX-1 (18 მოსწავლე)
                                                                                     X-3   (30 მოსწავლე)
                                                                                    IX-2   (17 მოსწავლე)        
                                                                                    IX-3   (20 მოსწავლე)
აღნიშნულ კლასებში  პროგრამა გავიარე სასწავლო ეროვნული გეგმის შესაბამისად, თემატურ-კალენდარულის მიხედვით. 
     შემაჯამებელი სამუშაოები ჩავტარე წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით, თითოეულ კლასში ოთხი წერა.
          2014 წლის 2 ოქტომბერს IX-1 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი - "კაი ყმა",მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მოსაზრება ცნობილი ადამიანებისა ზემოაღნიშნულ თემაზე,აუდიტორიას გააცნეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზი,იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა საუკუნეების შემდეგ-ვის თვლიან ახალგაზრდები თანამედროვე კაი ყმად.დისკუსიამ აჩვენა,რომ ძირითადი თვისებები,რომლებითაც ვაჟკაცი ფასდება უცვლელია.
      გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნანა გიორგობიანი.
       2014 წლის 24 ნოემბერს X-3 კლასში ჩავატარე შემაჯამებელი გაკვეთილი - "ტანჯვით მიღწეული თავისუფლება". მოსწავლეებმა წარმოადგინეს ეპიზოდებად დაყოფილი იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", დაასათაურეს და განიხილეს ნაწარმოები.
      2014 წლის 24 ნოემბერიდან   27 ნოემბრის ჩათვლით XI-2 და XI-3 კლასებში გაკვეთილები ჩავატარე განსხვავებული მეთოდით -როლური თამაშები, პირობითად, გაკვეთილებს დავარქვით "ვცდილობთ მსახიობობას". გიორგი ერისთავის პიესა "გაყრა"მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ზემოხსენებული მეთოდით მიწოდებული. მოსწავლეებს გავუნაწილე როლები და შევეცადეთ აღგვედგინა იმდროინდელი საქართველოს  მძიმე ყოფა,ტირილნარევი სიცილი და გიორგი ერისთავის სცენიდან (მიკირტუმას პირით) მოწოდებული სიტყვები:
"მე დავწერე იმაზედა,ვინც ზნეობით არის მრუდი,
ჩვენც ვეცადნეთ და განვდევნოთ,რაცა არი ჩვენში ცუდი"-მოსწავლეებისათვის სულში ჩამწვდომი აღმოჩნდა.
       2014 წლის 28 ნოემბერს IX-3  კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი "ღირსეული მამულიშვილები",.გაკვეთილი შედგებოდა ორი ნაწილისაგან.
              ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაციები საქართველო-რუსეთის ურთიეთობაზე,ცარიზმსა და ბოლშევიკებზე. უმძიმესი წნეხის მიუხედავად თავისულების იდეის მატარებელ ქართველებზე: გაბრიელ ეპისკოპოსისა და ექვთიმე თაყაიშვილზე. გაკვეთილი იმითაც იყო საინტერესო, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ,რომლის ბაბუაც უშუალოდ იცნობდა ექვთიმე თაყაიშვილს,წარმოადგინა საინტერესო და აქამდე უცნობი ისტორიები დიდი ქართველის-ექვთიმეს შესახებ,ბაბუისაგან აიღო ინტერვიუ და გაგვაცნო. 
           გაკვეთილის მეორე ნაწილი- მოსწავლეება ნახეს დოკუმენტური ფილმი "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი".
          
        ასევე IX-1 კლასში ღია გაკვეთილი გვქონდა ემიგრანტებზე,მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები ცნობილ ქართველ ემიგრანტებზე,თუ რას საქმიანობენ,როგორ ცხოვრობენ სამშობლოდან მოწყვეტილნი.მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს  ქალბატონი თინიკო ყენიასგან, მან ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს.
      გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილის გამგე ნანა გიორგობიანი და გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია დვალაძე.
         
         2014-15 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა: X-3 კლასი-7 მოსწავლე,მეორე ტურში გადავიდა შვიდივე;
                   ნოზაძე ელენე-37 ქულა
                   მამულაშვილი მარიამ-29 ქულა
                   დგებუაძე დიმიტრი-29 ქულა
                   ჯაყელი ქეთევან-26 ქულა
                   გველესიანი ავთანდილ-26 ქულა
                   ბენდელიანი ანა-26 ქულა
                   უგრეხელიძე თამთა-26 ქულა
   XI-2 კლასი-9 მოსწავლე,მეორე ტურში გადავიდა ცხრავე:
                   ქობალია სესილი-30 ქულა
                   ერქვანია ეთერ-30 ქულა
                   გულდედავა დეა-29 ქულა
                   ბეროშვილი გიორგი-29 ქულა
                   გოჭოშვილი თიკო-29 ქულა
                    შეყლაშვილი ანანო-28 ქულა
                    მაჭავარიანი ლაშა-28 ქულა
                   შეროზია ლუკა-27 ქულა
                   სოხაძე თამარ-26 ქულა
   XI-3კლასი-5 მოსწავლე, აქედან მეორე ტურში გადავიდა ხუთივე:
                  მიქელაძე კატო-34 ქულა
                  ენუკიძე ნანუკა-33 ქულა
                  ბაბუციძე ანა-29 ქულა
                  კიკნაძე ლიკა-29 ქულა
                  ოდიშარია მიხეილი-26 ქულა

            მონაწილეობა მივიღე 2014 წლის 6-7 ნოემბერს გამართულ ტრენინგში: "კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები". 
            ტრენინგი ჩატარდა 51-ე საჯარო სკოლაში, ტრენერი ამავე სკოლის ფსიქოლოგი ანა ცინცაძე.


              ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ჩიხრაძე.   
   
       

понедельник, 16 декабря 2013 г.

 ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის  ქალაქ თბილისის N 51 საჯარო                სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ჩიხრაძის
                                            ა ნ გ ა რ ი შ ი
    2013-2014  სასწავლო წელს (პირველი სემესტრი) გაწეული მუშაობის შესახებ

 მოგახსენებთ,რომ ვასწავლი ოთხ კლასს: VIII-1, IX-3, X-2, X-3

        ზემოთ აღნიშნულ კლასებში პროგრამა გავიარე კალენდარული გეგმის მიხედვით, შემაჯამებელი წერები ჩავატარე წინასწარ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.
       2013  წლის 27 სექტემბერს IX-3  კლასში  ჩავატარე ღია გაკვეთილი „აფხაზეთი“,რომელიც მიეძღვნა სოხუმის დაცემის მეოცე წლისთავს. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს წინასწარ მომზადებული მასალები აფხაზეთზე, წაიკითხეს ინტერვიუ აფხაზეთის ომის მონაწილესთან (გიორგი ჟიჟიაშვილთან), სოხუმის დაცემისას დაღუპული გმირის მეუღლესთან. მოიძიეს საინტერესო ფოტო-მასალა.
     2013 წლის 26 ნოემბერს  IX-3 კლასს მე და   ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქეთევან ღელაღუტაშვილმა ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.
     2013 წლის 3 დეკემბერს X-3 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი „ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა ძირითადი ასპექტები“. გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორი მანანა თურქაძე, მოადგილე თინიკო ყენია, ხარისხის მართვის მენეჯერი თამთა კობახიძე, ისტორიის პედაგოგი ანა კუპრავა.
      2013 წლის 3 დეკემბერს IX-3 კლასში შევაჯამეთ პროექტი „ზნეობრივი ორიენტირი“,რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა,მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევები, გამოკითხვები,სტატისტიკა,ვიდეო და აუდიო მასალა, პრეზენტაციები,ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილსა და მხატვარ ნელი ბერაიასთან.
პრეზენტაციას  ესწრებიდნენ დირექტორი მანანა თურქაძე, მოადგილე ნანა გიორგობიანი,ხარისხის მართვის მენეჯერი თამთა კობახიძე. დამსწრეთა გადაწყვეტილებით, იგივე ღონისძიება გაიმართა 6 დეკემბერს,რომელსაც ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე მერი ალბორიშვილი, ხარისხის მართვის მენრჯერი ციცია გაგნიძე,ფსიქოლოგი ანა ცინცაძე და თამარ ვერულაშვილი.
         2013 წლის 6 დეკემბერს VIII-1 კლასში მოეწყო რობიკო სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირის“ ჩვენება-განხილვა, ხოლო 9 დეკემბერს მე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა კასანია სხირტლაძემ ჩავატარეთ შემაჯამებელი გაკვეთილი  „დავით კლდიაშვილის ცხოვრების გზა“.
         2013 წლის 13 დეკემბერს X-2 კლასში ისტორიის პედაგოგ კობა წენგუაშვილთან ერთად ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი „ჰაგიოგრაფიული თხზულება-ისტორიული წყარო“.
მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე დაყრდნობით წარმოადგინეს ეპოქა, განიხილეს ჟანრის თავისებურება, შუა საუკუნის ესთეტიკა.
        გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნანა გიორგობიანი.

     2013-14 სასწავლო წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს ჩემმა  მოსწავლეებმა.
9-3 კლასიდან 4 მოსწაველე, აქედან II ტურში გადავიდა -3
10-2 კლასიდან 7 მოსწავლე, აქედან II ტურში გადავიდა -7
10-3 კლასიდან 6 მოსწავლე, აქედან  II ტურში გადავიდა -5
         2013-14 სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე შემდეგ ტრენინგებში:
1.      შეფასება (გაიმართა 51-ე სკოლაში)
2.      კომუნიკაცია (გაიმართა 51-ე სკოლაში)
3.      პროექტებით სწავლება (მასწავლებელთა სახლი)


                                  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ჩიხრაძე

                                                                         16.02. 2013 წელი.




ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ჩიხრაძის

                                            ა ნ გ ა რ ი შ ი
2013-14 სასწავლო წლის (მეორე სემესტრი) გაწეული მუშაობის შესახებ
           VIII-1, IX-3, X-2 და X-3 კლასებში პროგრამა გავიარე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ხუთივე შემაჯამებელი წერა ჩავატარე, წინასწარ შემუშავებული გრაფიკის თანახმად, განსაზღვრულ ვადებში.  ყველა შემაჯამებელი წერის ანგარიში მივაწოდე დირექციას.
           2014 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 8-1 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი „ფეხი დამადგით“, მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ მიცემული დავალება: ესწავლათ ანა კალანდაძის ლექსი „ფეხი დამადგით“,მოეძიებინათ ინფორმაციები მეფე დავითზე. გაკვეთილი ძირითადად დაეთმო მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალის ერთმანეთთან გაზიარებასა და გაანალიზებას, თუ რატომ შეძლება პატიება ითხოვოს ხალხისაგან მეფემ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის.
          27 თებერვალს ,საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის დღეებთან დაკავშირებით, 8-1 კლასში ჩავატარე გაკვეთილი „1921 წლის  25 თებერვალი“, ხოლო 28 თებერვალს-9-3 კლასში.მოსწავლეებმა მოიძიეს ძალიან საინტერესო მასალები იუნკერების, გენერალ მაზიაშვილს, მარო მაყაშვილისა და სხვა მებრძოლების შესახებ,რომელთა სახელებიც,სამწუხაროდ, არ იცის ფართო საზოგადოებამ.
              15 მარტს  8-1 კლასის მოსწავლეები წავიყვანე ხელნაწერთა ინსტიტუტში,რათა მათ თავიანთი თვალით ენახათ უძველესი ხელნაწერები,გასცნობოდნენ თუ როგორ იქმნებოდა წიგნები, რამხელა შრომას, ენერგიას, ცოდნას, ფინანსებს მოითხოვდა ერთი ხელნაწერის შექმნა.
        ხელნაწერთა ინსტიტუტში ვიზიტისას მოვინახულეთ  გენერალი მაზიაშვილის პირადი ნივთები, და ასევე დღემდე უცნობი ფილმი,რომელშიც გამოყენებული იყო გენერლის ხმა (სტენოგრაფული ჩანაწერი) და წითელი არმიის საქართველოში შემოსვლის კადრები.
          20 მარტს 8-1 კლასში ჩავატარე შემაჯამებელი გაკვეთილი „ხელნაწერთა კვალდაკვალ“.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო მასალები გრიგოლ ხანძთელზე,შატბერდზე,ადიშის, ჯრუჯისა და პარხლის ოთხთავებზე, პირველ ქართულ ნაბჭდ წიგნზე, ქართულ გაზეთსა და სტამბაზე, ასევე ისაუბრეს  საწერ მასალებსა და ქაღალდის შექმნის ისტორიაზე.
           თებერვალში,  9-3 კლასთან ერთად, დავიწყე მუშაობა პროექტზე _ „ შევიცნოთ წიგნებით სამყარო“. პროექტი გრძელვადიანია და მოიცავს ორი  სხვადასხვა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ანალიზს.
ამ პროექტის მიზანია ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების უნარი, გააცნობიეროს ეროვნული კულტურული-ლიტერატურული  მემკვიდრეობა, შეივსოს ლექსიკური მარაგი, გაანალიზონ შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტები, და ბოლოს, გაეცნონ მათთვის უცნობ ნაწარმოებებს...
პროექტი ორი  ნაწილისაგან შედგება: პირველი- გოდერძი ჩოხელი
                                                                        მეორე-რევაზ ინანიშვილი
რა აქვთ საერთო ამ ორ შემოქმედს?
 ორივეს ნაწარმოებებში მწვავედ იგრძნობა ქართული ყოფა, დუხჭირი ცხოვრება, ზოგადსაკაცობრიო თემები: სიყვარული,სიძულვილი,სიკეთე, სიბოროტე...ვხვდებით სიბრიყვეს, სიამაყეს, განუკითხაობას, გაუნათლებლობას და ვინ იცის კიდევ რამდენ „სიავეს ამა სოფლისას“, ამ ორი დიდი მწერლის მიერ დანახულსა და გაკიცხულს.
განსხვავება?
 ერთის გმირები მთის შვილნი არიან, მეორისა-ბარის, მაგრამ მათ ხომ თანაბრად ერთი საერთო სატკივატი აერთიანებთ-საქართველო.
             მოგეხსენებათ, წელს ,ცნობილ მწერალს,კინორეჟისორისა და სცენარისტს გოდერძი ჩოხელს 60 წელი შეუსრულდებოდა, ამიტომაც ჩვენი პროექტის პირველი ნაწილი სწორედ მას მივუძღვენით.
          მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები გოდერძი ჩოხელის ცხოვრების, მიღვაწეობის და შემოქმედების შესახებ.
          მოსწავლეებმა საკუთარი სურვილისამებრ აირჩიეს თითო-თითო ნაწარმოები, დაამუშავეს,გაანალიზეს,გაიაზრეს დასმული პრობლემა,თემა,იდეა და მხატვრული თავისებურება.
         25   მარტს პროექტის პირველი ნაწილი შევაჯამეთ, გაკვეთილს ესწრებოდნენ სტუმრები: ნანა გიორგობიანი,თამარ ვერულაშვილი, თამთა კობახ იძე,ციცია გაგნიძე...
           პროექტის მეორე ნაწილი მიეძღვნა რევაზ ინანიშვილის ცხოვრებას, მოღვაწეობას და შემოქმედებას.
            25 მაისს, პროექტის ფარგლებში, ვიყავით ხაშმში, რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელში,შევხვდით მის ახლობლებს, მეგობრებს, მათ, ვისაც ის პირადად იცნობდა.
         მაგალითად, გავიცანით ის ადამიანი, ვისაც მწერალმა „კიტრის ქურდი“ მიუძღვნა.
          მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს მისი ძმის მეუღლისაგან,რომლისგანაც გაიგეს ბევრი საინტერესო ამბავი. გაესაუბრნენ სოფლის მოსახლეობას, დაათვალიერეს მწერლის სახლი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ნანგრევებადაა ქცეული.ეს კი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ არ შეიძლება მოექცე საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
        4 ივნისს, 10-2 და 10-3 კლასებში, ლია მამადაშვილთან ერთად, ჩავატარე მეხუთე შემაჯამებელი ზეპირი გამოკითხვა. მინდა აღვნიშნო,რომ ეს ძალიან შრომატევადია, მაგრამ  ნაყოფიერი.
აღმოჩნდა,რომ მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ ტიპის გამოკითხვას და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
 მოსწავლეებმა უპასუხეს 5-5 შეკითხვას, თითეული კითხვა იყო 2 ქულიანი, ვიხელმძღვანელეთ ზეპირი გამოკითხვის კრიტერიუმებით.
           2013-14 სასწავლო წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობა მიიღო და ასეულში მოხვდა(მე-16 ადგილი) ელენე ნოზაძე,იგი ამჟამად იმყოფება ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში.
მეცხრე კლასის საფეხურის გამოცდაზე შედეგები ასეთია:



   2013-14 სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე შემდეგ ღონისძიებებში:
1.     eTwinning plus - შემაჯამებელი კონფერენცია 21-22 დეკემბერი (მასწავლებელთა სახლი)
2.     ფსიქოლოგია საკლასო ოთახში 4-6 მარტი (მასწავლებელთა სახლი)
3.     Edmodo 8-9 მარტი (მასწავლებელთა სახლი)
4.     ემოციების მართვა 2-4 აპრილი (51-ე საჯარო სკოლა)
5.     სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (51-ე საჯარო სკოლა)
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ჩიხრაძე.  
              02.07. 2014 წელი.